პოლიტიკა
საქართველოს დელეგაციის წევრები სენატორებს კრისტოფერ მერფისა და ჯინ შაჰინს შეხვდნენ

maia-panjikidze-shahiniსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის პირველ დღეს ქართული დელეგაციის წევრები სენატორებს კრისტოფერ მერფისა და ჯინ შაჰინშეხვდნენ.

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ, მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა და პარლამენტის წევრებმა სენატორებს ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე.

სენატორი შაჰინი საქართველოს დიდი მეგობარია, ის ვრჯერ არის ნამყოფი საქართველოში და ჩვენც აქ ჩამოვლისას არ ვტოვებთ შესაძლებლობას, რომ მას შევხვდეთ. აღნიშნულ შეხვედრაზე მას მივაწოდეთ ინფორმაცია ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. შევეხეთ საპრეზიდენტო არჩევნებს. ყველა კონგრესმენსა თუ სენატორს, ვისაც ვიზიტის ფარგლებში ვხვდებით, ვეპატიჟებით საქართველოში არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, – განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აშშ-ში საქართველოს დელეგაციის სამუშაო ვიზიტი 16 ივლისს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრები შეხვედრებს მართავენ ამერიკის კონგრესში, სახელმწიფო დეპარტამენტში, თეთრ სახლში, ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტში და, ასევე, შეხვდებიან ადგილობრივი მედიისა და საექსპერტო წრეების წარმომადგენლებს.