პოლიტიკა
მერაბიშვილი მატროსოვის ციხეში ევროპარლამენტარებმა მოინახულეს

vano-merabishviliსაქართველო, 17 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ე.წ. მატროსოვის ციხეში ევროპარლამენტარებმა: არნო დენჟანმა, კშიშტოფ ლისეკმა, პაველ კოვალმა, ამე გომესმა და ტევესა რივა მანდურელმა მოინახულეს.

კშიშტოფ ლისეკმა გაკვირვება გამოხატა იმის გამო, რომ მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება.

მერაბიშვილი საგამოძიებო უწყებაში რამდენჯერმე მივიდა. გამოძიების დაწყებიდან ხუთჯერ საზღვარგარეთ იმყოფებოდა და ხუთივეჯერ დაბრუნდა უკან. მე პირადად ვერ ვხედავ ვერც ერთ მიზეზს მისი წინასწარი პატიმრობაში ყოფნის, თუ არა პოლიტიკურს”, – განაცხადა მან ვანო მერაბიშვილის მონახულების შემდეგ და აღნიშნა, რომ უმჯობესია, თუ ვანო მერაბიშვილის ოჯახის წევრებს, მის მეუღლესა და შვილებს, მიეცემათ საშუალება მერაბიშვილის მონახულების“.

არნო დენჟანის განცხადებით კი, „ეჭვგარეშეა, რომ გამოძიება უნდა დასრულდეს“, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში იგი არ არის დარწმუნებული, რომ ეს დაკავება გამართლებული იყო.

"ეს არ არის პოლიტიკური ვიზიტი, ჩვენ მოვინახულეთ ადამიანი, რომელიც ევროპარლამენტს ხშირად სტუმრობდა", - განმარტა ამასთან დენჟანმა.