შს მინისტრი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველო, 17 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელ
ფილიპ ლეფორს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მრჩეველები პოლიტიკურ საკითხებში
ბიორნ კუენი და
ემანუელ ანკეტილი (ვიდეო იხილეთ: www.police.ge - ზე).
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს სტრატეგიული დიალოგი ევროკავშირთან და ჟენევის მოლაპარაკებების საკითხი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ბორდერიზაციის პრობლემას.