უცხოეთი
სნოუდენი რუსეთის დატოვებას არ აპირებს, განაცხადა კუჩერენამ

snowden-kucherenaსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ცსს-ს ყოფილი ოფიცერი ედარდ სნოუდენი რუსეთის დატოვებას არ აპირებს, მაგრამ თუ იგი დროებით თავშესაფარს მიიღებს,  არა მარტო აეროპორტიდან გასვლას, არამედ მუშაობასაც შეძლებს, - განაცხადა ადვოკატმა, რფ-ის საზოგადოებრივი პალატის წევრმა ანატოლი კუჩერენამ ტელეარხ „როსია 24“-ის ეთერში.

მისივე თქმით, კითხვაზე, რის გაკეთებას გეგმავს, სნოუდენმა განაცხადა, რომ რუსეთის დატოვებას ჯერჯერობით არ აპირებს.

კუჩერენამ განმარტა, რომ განაცხადის შეტანის გაფორმებისა და რეგისტრაციის პროცედურა  ცოტა ხნის წინ დასრულდა.

უწინ ადამიანის უფლებათა დამცველი იტყობინებოდა, რომ სამშაბათს მას მეორე შეხვედრა ჰქონდა სნოუდენთან შერემეტიევოს აეროპორტში, სადაც დროებითი თავშესაფრის შესახებ ოფიციალური მიმართვა გაფორმდა.