სამართალი
“მექმნება შთაბეჭდილება, რომ ქართულ კომპანიებს შემოაქვთ პროდუქცია, რომელიც წლების განმავლობაში დაუგროვდათ”, - აღნიშნა ონიშჩენკომ.
მისი განმარტებით, პროდუქციის რუსეთის ბაზარზე შეტანის ნებართვა 27 ქართულ კომპანიას აქვს მიღებული, თუმცა მიწოდება ჯერ მხოლოდ ექვსმა საწარმომ დაიწყო. ონიშჩენკოს თქმით, ინსპექციის მესამე ეტაპის საკითხი ჯერჯერობით აქტუალური არ არის, რადგან ქართული კომპანიები არ აქტიურობენ.