საზოგადოება
„პასუხი არ არის გაცემული შეკითხვაზე, იყო თუ არა "იმედის" მართლზომიერი მესაკუთრე ჯოზეფ ქეი. არჩევნების შემდეგ მესაკუთრემ, გიორგი არველაძემ "იმედი" დაუბრუნა ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. გაუგებარია რატომ არ ისმის კითხვა, თუკი ჯოზეფ ქეი იყო მართლზომიერი მესაკუთრე, რატომ უბრუნებენ ტელევიზიას ინა გუდავაძეს", - განაცხადა უგულავამ.
ამასთან, საქმეში არსებულ მოწმეებთან დაკავშირებით უგულავამ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვან მოწმეთა ძირითადი ნაწილი ის ხალხია, ვინც ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და "ქართული ოცნების" ნავში გადასხდა.
"ერთ-ერთი ასეთი მოწმეა გიგა გიორგაძე, რომელიც არის სოზარ სუბარის მოადგილე და მედავება, თითქოს მედიაბარონი ვარ. გასაგებია მსგავსი ადამიანების მიერ მიცემული ჩვენებები. ჩვენი პროკურატურა დროსა და სივრცეშია აცდენილი, ამის დადასტურებას შევძლებ 30 აგვისტოდან, როდესაც საქმის არსებითი განხილვისას მოწმეების დაკითხვა დაიწყება", - განაცხადა გიგი უგულავამ.