პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილმა განათლების ახალი მინისტრი წარადგინა

wardgenaსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. დღეს “ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა განათლების მინისტრის პოსტზე ოფიციალურად წარადგინა განათლების მინისტრის მოადგილე თამარ სანიკიძე. ამასთან, განათლების ყოფილმა მინისტრმა დღეს თავისი მუშაობის შედეგებიც შეაჯამა.

მინდა წარვადგინო განათლებისა და მეცნიერების ახალი მინისტრი თამარ სანიკიძე და საზოგადოებას მასთან ერთად ჩავაბარო ანგარიში იმ სამუშაოს შესახებ, რომელიც მე და თამარმა ბოლო პერიოდში ერთად განვახორციელეთ სამინისტროში. პირველი, რაც ჩვენ მოვახერხეთ - მოვახდინეთ განათლების სამინისტროს დეპოლიტიზაცია, ეს იყო უმნიშვნელოვანესი იმ გარდამავალ პერიოდში, პროცესში, რომელიც ჩვენ ვიმყოფებოდით“, -  განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში მოხერხდა ის, რომ ყველა მოსწავლეს სახელმძღვანელოები უფასოდ გადაეცემა.

მარგველაშვილი განმარტებით, მისი მინისტრობის დროს პედაგოგთა ხელფასი 25-დან-60%-მდე  გაიზარდა, ასევე გაიზარდა სკოლის ადმინისტრაციის ხელფასები. ამ პერიოდში, აგრეთვე, დაფუძნდა სკოლის ავტობუსების პროგრამა და ამ მომსახურებით 16 000-მდე მოსწავლე სარგებლობს.