“სად იყავით მაშინ, როცა ჩემს სამუშაო მაგიდაზე სტრასბურგის სასამართლოში წლების განმავლობაში ყოველდღე ორმოცამდე ნაწამები თუ უკანონო განაჩენით გაწამებული პატიმრის საქმე იყრიდა თავს?! ან მაშინ, როცა გირგვლიანს სასაფლაოზე ყელი გამოსჭრეს თქვენმა მაღალჩინოსნებმა?! სად იყავით მაშინ, როცა მოხდა ტრაგედია, სახელად − „არასრულწლოვანი გვანცა ყუფარაძის განაჩენი“?! სად იყავით და რა გეზეიმებოდათ მაშინ, როცა 26 მაისს საქართველოს მოქალაქეები − თქვენი მოქალაქეები, რუსთაველის გამზირზე ხელფეხშებოჭილნი და ღირსებაშელახულნი ძირს იწვნენ?! სად იყავით, როცა პროკურატურაში ბიზნესმენებს იბარებდნენ „მეგობრული საუბრებისათვის“ და, ამის პარალელურად, ჩემი წინამორბედი მათი ოჯახის წევრებს ქონების დათმობის, ჩუქების ან კიდევ იუსტიციის სახლების უფასოდ შენების ან მოწყობის თანხმობას ართმევდა?! სად იყავით, როცა კეთდებოდა ის 17 000 უკანონო ფარული ჩანაწერი, რომლებიც ახლა აღმოვაჩინეთ და რომლებზეც ჩვენი მოქალაქეთა პირადი ცხოვრება ან კიდევ ადამიანის ღირსების წინააღმდეგ ოფიციალურ პირთა მიერ ჩადენილი დანაშაულები, მათ შორის, წამებაა ასახული?!
რომელი ერთი გკითხოთ, პრეზიდენტო...თქვენი მხრიდან ახლა ადამიანის უფლებებზე აპელირება დაგვიანებულია...“ - წერს თეა წულუკიანი.