სამართალი
შსს-მ არასამთავრობო სექტორს უმასპინძლა, შინაგან საქმეთა მინისტრი კი ცესკო-ს თავმჯდომარეს შეხვდა

samart-1-mtavr-mvdსაქართველო, 16 ივლისი, საქინფორმი. ქობულეთში პოლიციის მიერ სამი ახალგაზრდის დაკავებასთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტროში არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა.

შსს-მ მათ მის ხელთ არსებული ინფორმაცია მიაწოდა  და ქობულეთის პოლიციის განყოფილებაში  მომხდარი ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა გააცნო.

ცნობისთვის: ქობულეთის რაიონული სამმართველოს თანაშრომლებმა სამი ახალგაზრდა პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის და ხულიგნობისთვის მიმდინარე წლის 25 მაისს დააკავეს.სასამართლომ ისინი 100-ლარიანი ჯარიმის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. 

გუშინვე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ცესკო-ს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილს შეხვდა. 
შეხვედრაზე მინისტრმა არჩევნების მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების 
მნიშვნელობაზე ილაპარაკა და დაადასტურა პოლიციის მზადყოფნა პრევენციული 
ზომების მიღებისა და ყოველგვარი ექსცესების აღმოფხვრისათვის.

შეხვედრაზე მხარეებმა სამუშაო ჯგუფის შექმნის თაობაზე გადაწყვეტილება მიიღეს.

samart-1-qvem-mvd