უცხოეთი
ედვარდ სნოუდენი ნომინირებულია ნობელის პრემიაზე მშვიდობის დარგში
snouden--ucxსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. ცსს-ს ყოფილი თანამშრომელი ედვარდ სნოუდენი შესაძლოა ნობელის პრემიის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდეს. 
შვედეთის სამეფო აკადემიის წევრმა და სოციოლოგიის პროფესორმა სტეფან სვალფორსმა ნორვეგიის ნობელის კომიტეტს წერილი გაუგზავნა, სადაც ედვარდ სნოუდენისთვის ნობელის პრემიის მინიჭების სურვილი გამოთქვა. ამის შესახებ BBC იუწყება. წერილში ნათქვამია, რომ „სნოუდენის გმირული ძალისხმევა, მისი პირადი მდგომარეობის საზიანოდ, შუქს ჰფენს აშშ-ის ფართო ჯაშუშურ საქმიანობას. სნოუდენის მამაცობის წყალობით მსოფლიო შედარებით უკეთესი და უსაფრთხო გახდა“. 
როგორც ლონდონში გამომავალი გაზეთი „დეილი მეილი“ წერს, სნოუდენი ნობელის პრემიის 2013 წლის კანდიდატების სიაში ვეღარ მოხვდება, ვინაიდან ეს სია 1 თებერვალს დაიხურა, მაგრამ ის შესაძლოა 2014 წლის სიაში აღმოჩნდეს. 
თუკი სნოუდენი ამ პრესტიჟულ ჯილდოს მიიღებს, ის იქნება ამ პრემიის ისტორიაში მისი ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი.