ისრაელი რუსული რაკეტების განადგურების პასუხისმგებლობას თავიდან იცილებს
საქართველო, 15 ივლისი,
საქინფორმი. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა
ბენიამინ ნეთანიაჰუმ არ აღიარა, თუმცა არც უარყო დასავლური მედიის ცნობები სირიის პორტ „ლატაკიაზე“ რუსული ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების - „იახონტის“ გასანადგურებლად ისრაელის იერიშების შესახებ. იერიშებში ისრაელის შესაძლო მონაწილეობაზე მანამდე ამერიკული ტელეარხი CNN იტყობინებოდა.
ამ ცნობის კომენტირებისას ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ „რადიკალურ დაჯგუფებებს სირიის არმიის არსენალებიდან თანამედროვე იარაღის მიღების საშუალებას არ მისცემს“. „ყოველ ჯერზე, როცა ახლო აღმოსავლეთში რაღაც ხდება, დამნაშავე რატომღაც ისრაელია, - აღშფოთდა ნეთანიაჰუ, - არ მჩვევია იმაზე ლაპარაკი, ჩვენ მოვიმოქმედეთ ეს თუ სხვამ“.