საქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. გუშინ კოალიცია „ქართული ოცნების“ მუნიციპალური განყოფილების აქტივისტებმა ახალქალაქში გამართეს აქცია, რომლის მიზანი რაიონში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისადმი ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა იყო. აქციაზე გაჟღერებული ერთ-ერთი საპროტესტო საკითხი ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის ვაკანტურ პოსტზე მოსალოდნელი დანიშვნა იყო.
ჩვენი შეხედულებით, ახალქალაქში ხელისუფლების შეცვლა ორი გზით შეიძლება:
ცივილიზებული, დემოკრატიული გზით, კერძოდ, მუნიციპალური არჩევნებით, რომლებიც 2014 წელს გაიმართება (რეკომენდაციას ვუწევთ)...
რევოლუციური, რადიკალური გზით, კერძოდ, სამოქალაქო დაუმოჩილებლობით ანდა ადგილობრივი ხელისუფლების ძალადობრივ-ფიზიკური დამხობით... (რეკომენდაციას არ ვუწევთ)...
ჩვენი რეკომენდაციაა: არ გავამწვავოთ სიტუაცია ჯავახკში (სამცხე-ჯავახეთის მხარე) სამოქალაქო დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად. აქტიურად მოვემზადოთ მორიგი საპრეზიდენტო, შემდეგ კი მუნიციპალური არჩევნებისათვის და დემოკრატიული და კონსტრუქციული მიდგომით მივაღწიოთ ობიექტურად მომწიფებულ ცვლილებებს...
პატივისცემით,
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რუსეთის ჯავახკის დიასპორას“ გამგეობა