პოლიტიკა
NDI: მარგველაშვილი - 29%, “ნაცმოძრაობის“ კანდიდატი - 10%

NDIსაქართველო, 15 ივლისი, საქინფორმი. გიორგი მარგველაშვილი საქართველოს პრეზიდენტად მოსახლეობის 29 %-ს სურს - ასეთია ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგები.

გამოკითხვის თანახმად, მეორე ადგილზე, მარგველაშვილის შემდეგ, “ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატია 10 %-ით; მესამეზე - ნინო ბურჯანაძე 5%-ით. შემდეგ მოდიან გიორგი თარგამაძე 4%; შალვა ნათელაშვილი და სალომე ზურაბიშვილი 3-3 %. გამოკითხულთა 26%-მა არ იცის, რომელ საპრეზიდენტრო კანდიდატს დაუჭერს მხარს, ხოლო გამოკითხულთა 7 % არცერთ კანდიდატს არ ემხრობა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გიორგი მარგველაშვილი პოსტს უახლოეს დღეებში დატოვებს და წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთვება. განათლების მინისტრის თანამდებობაზე კი მის მოადგილე თამარ სანიკიძეს დღეს წარადგენენ.