საზოგადოება
12 ივლისს ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „ღია ეთერში“ ყოფილმა ბრალდებულმა განმარტა, რომ „ხმა იყო აუცილებელი გარემოება“.
„მე ვიღებდი სპეციალურად და იმ განწყობით, რომ სააშკარაოზე გამომეტანა ეს ყველაფერი. ვეთანხმები პრემიერის პოზიციას, რომ წამებაში ეჭვმიტანილი პირი არ უნდა გათავისუფლდეს საერთაშორისო პასუხისმგებლობისგან.... მაგრამ მე წამებაში არ ვმონაწილეობდი, მე მხოლოდ ვიღებდი", - განაცხადა ვლადიმერ ბედუკაძემ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ მას შემდეგ, რაც გადაცემის წამყვანმა დავით პაიჭაძემ ბედუკაძეს პირდაპირ ეთერში მოასმენინა გახმაურებული კადრების ერთ–ერთი ეპიზოდი, სადაც ბედუკაძე ციხის ერთ-ერთ თანამშრომელს რეზინის ხელკეტისა და პრეზერვატივის მოტანას ავალებს, ბედუკაძემ განაცხადა, რომ შესაძლოა, ეს ვიდეოჩანაწერი ნამდვილი არ იყოს და მისი ხმა უბრალოდ ვინმეს ხმასთან იყოს მიმსგავსებული.