ლაშა ტუღუში: „ვიდეომასალების რაოდენობა 17 800–ზე ცოტა მეტია“
საქართველო, 15 ივლისი,
საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკანონო ფარული ჩანაწერების შემცველი კიდევ 5 000 ახალი ფაილი აღმოაჩინა, - ამის შესახებ გაზეთ „რეზონანსის“ რედაქტორმა
ლაშა ტუღუშმა სააგენტო „ფრონტნიუსის“ პრესკლუბში განაცხადა. ტუღუშის განმარტებით, აღნიშნული მასალები პოლიტიკური პარტიების, მათი ლიდერების, ოფისების, მოლაპარაკებების, შესაძლო საიდუმლო საუბრების და ფინანსური აქტივობების შესახებ ინფორმაციას შეიცავს.
„რომელიღაც სამალავებში აღმოაჩინეს ვიდეომასალები. ამის თაობაზე გუშინდელ შეხვედრაზე დეტალური საუბარი არ გვქონია. მხოლოდ ის ითქვა, რომ ძირითადი მაინც პოლიტიკური ხასიათისაა. ამ მომენტისთვის იწყებენ მასალის გაშიფვრას, ხოლო რაც შეეხება რაოდენობას, 17 800–ზე ცოტა მეტია. ძირითადი მასალა პოლიტიკური ხასიათისაა, სადაც ასახულია პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საზოგადოებისთვის ცნობილი პირები. არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მასალების რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს“, – განაცხადა პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის განადგურებასთან დაკავშირებით შექმნილი კომისიის წევრმა ლაშა ტუღუშმა.