ამ მიმართულებით, სასწავლებლის საქმიანობასა და მიღებულ გადაწყვეტილებებზე, კონტროლის ვალდებულება, უშუალოდ მინისტრ დიმიტრი შაშკინს უნდა მოეხდინა, თუმცა დიპლომები იბეჭდებოდა სწორედ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით.
ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, როდესაც თბილისის №1 სამედიცინო სასწავლებლის კურსდამთავრებულს, ნინო ქუმსიაშვილს დამსაქმებელთან დიპლომის ნამდვილობის საკითხის გარკვევის დროს, პრობლემები შეექმნა.
სამინისტრო არაოფიციალურად აღიარებს დაშვებულ შეცდომას, თუმცა დღემდე ოფიციალური განმარტება არ გაკეთებულა, რამდენად კანონიერი გახლდათ მინისტრ დიმიტრი შაშკინის ხელმოწერით გაცემული დიპლომები იმ სასწავლებლის კურსდამთავრებულებისთვის, რომელსაც, საქმიანობის ლიცენზია თავად სამინისტროს მხრიდან ჰქონდა შეჩერებული. ამასთან, სამინისტრომ არ გაითვალისწინა ნინო ქუმსიაშვილის კანონიერი უფლებები და ინტერესები, კეთილსინდისიერება სასწავლებელთან ურთიერთობის დროს და დიპლომის აღიარებაზე უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში, საქმეს მოსამართლე ნინო ონიანი განიხილავს, ხოლო მოსარჩელის მხარის ინტერესებს, ორგანიზაციის ერთ–ერთი ხელმძღვანელი, ადვოკატი მარიკა არევაძე წარმოადგენს.