უცხოეთი
ასეთი განცხადება ნულანდმა აშშ-ის სენატში გააკეთა მოსმენაზე, რომლის შედეგებით კონგრესმა იგი ევროპისა და ევრაზიის საქმეებში სახელმწიფო მდივნის მოადგილედ უნდა დაამტკიცოს.
მოსმენის მიმდინარეობისას რესპუბლიკელმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა მკაცრად გააკრიტიკა რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილება საინვესტიციო ფონდი Hermitage Capital-ის აუდიტორ სერგეი მაგნიტსკის საქმეზე. წინა დღეს მოსკოვის ტვერის სასამართლომ 2009 წელს საპატიმროში გარდაცვლილი მაგნიტსკი დამნაშავედ ცნო გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში და მის სიკვდილთან დაკავშირებით საქმე შეწყვიტა.
„ჩვენი მხრიდან ჩვენც უფრო მკაცრად შეგვიძლია ვიმოქმედოთ - გავაფართოვოთ „მაგნიტსკის კანონის“ საზღვრები“, - განაცხადა მაკკეინმა.
ნულანდმა კი, თავის მხრივ, სასამართლოს გადაწყვეტილებას „მართლმსაჯულების პაროდია“ უწოდა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი „მაგნიტსკის სიის“ გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს.