აქტუალური
ილია მეორე: „ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება“

1-ilia-meore1საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სრულიად საქართველოს პეტრე-პავლობის დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ ადამიანები ბოროტებას საკუთარ თავში ვერ ხედავენ და ცდილობენ, სხვები გამოასწორონ, სინამდვილეში კი ადამიანმა გამოსწორება საკუთარი თავიდან უნდა დაიწყოს. 
უწმინდესი საქართველოში დღეს არსებულ მდგომარეობას შეეხო და აღნიშნა, რომ მთელი საქართველო სასამართლოდ არის ქცეული.

"ეს სიკეთისაკენ არ წაგვიყვანს. მე მინდა, ვთხოვო ხელისუფლებას, ხალხს, იფიქრონ გაჭირვებულ ადამიანებზე, ადამიანების დასაქმებაზე, განათლებაზე, ვიფიქროთ ობლებზე და ეს ყველაფერი შეცვლის ადამიანებს... უცოდველი ადამიანი არ არსებობს დედამიწაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი სიკეთით უნდა დავფაროთ ის ნაწილი, რომელიც სხვებს აქვთ. წმინდა პავლე მოციქული ამბობს: "ურთიერთსიმძიმე იტვირთეთ და ასევე აღასრულეთ სჯული ქრისტესი". ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, იფიქროთ ხალხზე. უნდა შეჩერდეს განკითხვა, ცოდვების გამოძიება. თითქმის მთელი საქართველო სასამართლოდ იქცა, ხოლო ვთხოვ პრესას, ტელევიზიას, მედიას, ბევრი რამ კეთდება კეთილი საქართველოში და ნახეთ, აჩვენეთ ეს სიკეთე ხალხს, თორემ ნებისმიერ დროს მოსახლეობას უფრო მეტად ცუდი ესმის - ვინ დააკავეს და რომ უნდა დაისაჯოს", - ბრძანა ქადაგებისას უწმინდესმა.