პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი მოლაპარაკებებისთვის მზადაა

manjgaladzeსაქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები „ყველანაირი წინაპირობისა და ულტიმატუმების გარეშე უნდა დაიწყოს“.

პრეზიდენტის პოზიცია ჟურნალისტებს დღეს გამართულ ყოველკვირეულ ბრიფინგზე ქვეყნის პირველი პირის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააცნო.

„პრეზიდენტი მიესალმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების გამართვას, რომელიც უახლოს მომავალში საკანონმდებლო ორგანოში დაიწყება. ის, თავის მხრივ, ადასტურებს მხარდაჭერას, თუმცა მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებები ყველანაირი წინაპირობისა და ულტიმატუმის გარეშე უნდა დაიწყოს“, - განმარტა მანჯგალაძემ.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციამ ხელისუფლებას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივით მიმართა, რასაც საპარლამენტო უმრავლესობამ დადებითად უპასუხა.