პოლიტიკა
საქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. საოკუპაციო ზოლთან მიმდინარე პროცესების გამო ისტერიკაში ნუ ჩავარდებით, - განუცხადა მედიას პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ბათუმში, ევროკომისარ შტეფან ფულესთან შეხვედრის ფარგლებში.
ჩემთვის გაუგებარია - ჩვენ მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებებს რუსეთთან მიმართებაში, ამ დროს კი გრძელდება ასეთი სახის პროვოკაციული გამოხტომები, რაც აბსოლუტურად არ ჯდება იმ მიმართულებაში რაც ჩვენ მოვახერხეთ. თუმცა ისტერიკაში ნუ ჩავარდებით. ჩვენ ყოველგვარ ზომებს მივმართავთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ გუშინ რუსმა სამხედროებმა ცხინვალის რეგიონში, სოფელ დიცთან, სასაფლაოების ტერიტორიაზე მავთულხლართების გაბმის პროცესი განაახლეს.