აქტუალური
შსს-მ ცოლის მკვლელობაში ბრალდებული პირი დააკავა

1-akt-colis-mkvlelobaსაქართველო, 12 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული, 1941 წელს დაბადებული თამაზ . მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ლანჩხუთში დააკავეს.

ლანჩხუთის რაიონის სოფელ გრიგოლეთში მცხოვრებმა თამაზ ., ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე, საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, გვიან ღამით, სანადირო თოფით გულ-მკერდის არეში ერთი სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეუღლეს - 1946 წელს დაბადებულ მაყვალა -ს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ბრალდებულის მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან მეორე გასროლის შედეგად ფეხის
არეში მსუბუქად დაიჭრა მისი რძალი 1971 წელს დაბადებული შორენა .

სამართალმდაცველებმა შემთხვევის ადგილიდან დანაშაულის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).