საზოგადოება
საქართველოს მოქალაქე ადმინისტრაციულ საზღვართან დააკავეს

1-sazgvariiსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. გუშინ გორის რაიონის სოფელ ბერშუეთში ოსმა სამართალდამცველებმა საქართველოს მოქალაქე გურამ გიგინეიშვილი დააკავეს და მისი ადგილსამყოფელი ჯერჯერობით უცნობია.

ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ზაზა მუზაშვილის განცხადებით, გიგინეიშვილი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საზღვართან ახლოს მინდორში მუშაობის დროს დააკავეს.

მისივე განცხადებით, გიგინეიშვილი ბერშუეთში დასავლეთ საქართველოდან სტუმრად იყო ჩასული.

რწმუნებულის განმარტებით, მომხდარის შესახებ სამართალდამცავებს უკვე ეცნობათ და დაწყებულია მოლაპარაკება.