საზოგადოება
7 ივლისს „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლები თბილისის „დინამოსა" და მოსკოვის „დინამოს“ ამხანაგურ მატჩზე რუსი დეპუტატების დასწრებას აპროტესტებდნენ.
ორგანიზაციის წევრები ამბობენ, რომ აქციის მსვლელობის დროს საზოგადოებრივი წესრიგი არ დაურღვევიათ და აქვთ კადრები, სადაც ჩანს, როგორ ხევს პოლიციელი მათ პლაკატს. მათ ეს კადრები გუშინდელ პრესკონფერენციაზე წარმოადგინეს.