აქტუალური
როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, „ამ თვეების განმავლობაში ჩვენ დავგეგმეთ, თუ რა ინფრასტრუქტურა იყო შესაკეთებელი ან თავიდან გასაკეთებელი. სამშენებლო სამუშაოები უკვე დაიწყო. დღეს ჩვენ მოვიარეთ მთელი აღმოსავლეთ საქართველო, მოვინახულეთ ყველა ინფრასტრუქტურა, სადაც მშენებლობები მიმდინარეობს. ეს პროცესი მკაცრი კონტროლის ქვეშ იქნება, რათა ყველაფერი ვადებში ჩაჯდეს და ჩვენს ჯარისკაცებს და მეომრებს ღირსეული პირობები ჰქონდეთ თავიანთი ამოცანების შესასრულებლად“.
სამხედრო ბაზებზე შენობა-ნაგებობების რემონტს, სამშენებლო სამუშაოებს, ინფრასტრუქტურის მოწყობასა და განვითარებას, ასევე გარე კომუნიკაციების რეაბილიტაციას თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული ტენდერების შედეგად გამარჯვებული სამშენებლო კომპანიები აწარმოებენ.