აქტუალური
შინაგან საქმეთა მინისტრი ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება
1-aqtual-1-avstriaსაქართველო, 11 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ოფიციალური ვიზიტით ავსტრიის რესპუბლიკაში იმყოფება.
მინისტრმა ავსტრიის შსს-ს სპეცდანიშნულების დანაყოფი „WEGA“ მოინახულა, სპეციალური ტექნიკა დაათვალიერა და საჩვენებელ წვრთნებს დაეწრო. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერება ავსტრიის ფედერალურ მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის ევროკავშირსა და საქართველოს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმების საიმპლემენტაციო ოქმს. ავსტრიის მხრიდან ოქმს ხელს მოაწერს ავსტრიის შინაგან საქმეთა მინისტრი იოანა მიკლ–ლაიტნერი.
ასევე დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ეუთოს გენერალურ მდივან ლამბერტო ზანიერთან.
შს მინისტრის ვიზიტი ავსტრიაში დღეს, 2013 წლის 11 ივლისს დასრულდება.