უცხოეთი
მისი თქმით, რუსეთისა და საქართველოს შესაბამისი სტრუქტურების წარმომადგენლები მოცემულ ეტაპზე არ აზუსტებენ, კერძოდ, სად - მოსკოვსა თუ თბილისში - გაიმართება აღნიშნული კონსულტაციები.
სპეცწარმომადგენლის ცნობით, პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის თემა, ისევე, როგორც სხვა მიმდინარე საკითხები, წინა დღეს მისი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის სატელეფონო საუბრისას განსჯის საგანი იყო.
აბაშიძის თქმით, სავაჭრო-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ საკითხებთან ერთად, ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო პრობლემის გადაჭრა გრიგორი კარასინთან მისი პირდაპირი, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი თემაა.