უცხოეთი
საქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. წლის დასაწყისიდან რუსეთს უკვე 400 ათასი ლიტრი ქართული ალკოჰოლური პროდუქტი მიეწოდა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ოფიციალური საიტი იტყიბინება.
უწყების ცნობით, 2013 წლის დასაწყისიდან ალკოჰოლური პროდუქციის 22-მა და მინერალური წყლების 2-მა ქართველმა მწარმოებელმა მიიღო ექსპერტიზის დასკვნა ჰიგიენურ ნორმებთან აღნიშნული პროდუქციის შესაბამისობის თაობაზე. გაფორმდა 294 მოწმობა პროდუქციის სახელმწიფო რეგისტრაციაზე, მათ შორის ორი - მინერალურ წყლებზე.
2013 წელს საქართველოდან რუსეთში ალკოჰოლური პროდუქციის 80 პარტიაა მიწოდებული.