უცხოეთი
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთს სნოუდენის დახმარების გამო ემუქრება

1-snoudeni-ucxxსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ჯენიფერ პსაკმა არ იცის, როგორი რეაქცია ექნება ვაშინგტონს, თუ გაიგებს, რომ მოსკოვი მაინც დაეხმარა ცსს-ს ყოფილ თანამშრომელ ედვარდ სნოუდენს შერემეტიევოს აეროპორტის სატრანზიტო ტერმინალის დატოვებასა და მესამე ქვეყანაში თავშესაფრის მისაღებად გამგზავრებაში. ამასთან, იგი დარწმუნებულია, რომ ამას შედეგები ნებისიერ შემთხვევაში მოჰყვება.

„ეს იქნება ნაბიჯი, რომელსაც ჩვენდამი დამოკიდებულებად განვიხილავთ“, - განაცხადა პსაკიმ ბრიფინგზე და აღნიშნა, რომ თეთრი სახლი რუსეთთან დიალოგს ხსენებულ პრობლემაზე „პროდუქტიულად“ მიიჩნევს.

ამასთან, პსაკიმ ყველას, მათ შორის საკუთარ ხელმძღვანელობასაც შეახსენა, რომ „არსებობს რიგი პრობლემებისა, რომლებზე მუშაობაც ერთობლივად შეიძლება“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვაშინგტონს ესმის, რომ რუსეთ-ამერიკის თანამშრომლობის შეწყვეტა „სნოუდენის პრობლემის“ გამო მტკივნეულად დაარტყამს არა მარტო რუსეთს, არამედ ამერიკის ნაციონალურ ინტერესებსაც.