სამართალი
კახა თარგამაძე: „რაც ნახეთ, დამარხული იარაღის მხოლოდ 15%-ია“

1_kakha_targamadzeსაქართველო, 10 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის კახა თარგამაძის განცხადებით, რომელიც მან სამეგრელოში აღმოჩენილ იარაღის საცავებთან დაკავშირებით გააკეთა გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, მსგავსი სამალავები საქართველოში კიდევ ბევრია.

"ჯერ კიდევ არჩევნებამდე ვამბობდი, რომ სააკაშვილი წაგების შემთხვევაში არეულობაზე წავიდოდა, მაგრამ ვინ მისმენდა?! რაც ნახეთ, დამარხული იარაღის მხოლოდ  15%-ია. კიდევ ბევრია ამოსათხრელი. ეს ნაბიჭვრები, ესენი! მიშა მარტო 2008 წლის ომის გამო უნდა გაასამართლო, რაშიც ამერიკელებმა 5 მილიარდი დოლარი გადაუხადეს და ამ ერის მოღალატემ მთლიანად ჯიბეში ჩაიდო! კიდევ იმდენი რაღაცები გაირკვევა, ჯერ სად ხართ?! ეს ჟურნალია...", -  აცხადებს თავის დროზე „რკინის კაცის“ სახელით ცნობილი კახა თარგამაძე.