სამართალი
ვაზისუბანში 38 წლის ალექსანდრე ჭოხურმა თავის საცხოვრებელ ბინაში ბასრი საგნით გულმკერდის არეში ჭრილობა მიიყენა. ალექსანდრე ჭოხური არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარებამ ქალაქის პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს. ექიმების განცხადებით, პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება. მომხდარ შემთხვევაზე გამოძიება ისანი-სამგორის რაიონის პროკურატურამ დაიწყო.