საქართველოს პატივისცემისათვის სააკაშვილმა პუტინი შეაქო
საქართველო, 9 ივლისი,
საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა
მიხეილ სააკაშვილმა აღიარა, რომ რუსეთის ხელმძღვანელობა რესპუბლიკას პატივისცემით ეპყრობოდა. ამავე დროს, სააკაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა ქვეყნისადმი „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელი
გენადი ონიშჩენკოს დამოკიდებულების გამო.
„რატომ გვეპყრობოდა პუტინი ბევრად მეტი პატივისცემით, ვიდრე დღეს გვეპყრობა ონიშჩენკო? იმიტომ, რომ თავაწეული ქვეყანა ვიყავით. საერთაშორისო მხარდაჭერა გვქონდა, ბოლო ხანებში კი პუტინი აღარ საუბრობს ჩვენზე, ძირითადად მომაგრებული გვყავს დაბალი რანგის ჩინოვნიკი – ონიშჩენკო, რომელიც ხანდახან წამოგვარტყამს ხოლმე თავზე ხელს და დაგვამუნათებს თავისებურად, "მდაბიურად". აი, ესაა განსხვავება თავმოყვარე ქვეყანასა და იმ მოდელს შორის, რომელსაც, სამწუხაროდ, შეიძლება თავს გვახვევდნენ. ეს არაა ქართველი კაცის ბუნებაში _ ღირსება ჩვენი შემადგენელი ნაწილია და მომავალშიც იქნება ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკის მთავარი შემადგენელი ნაწილი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ყოფილ დიპლომატებთან შეხვედრაზე.