უცხოეთი
ეგვიპტის ტურებზე მოთხოვნა შემცირდა, ტურისტების „შეშფოთებული“ ზარების რიცხვი კი იმატებს

1-egipet-turistiსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. მასობრივი არეულობების ახალი ტალღის დაწყების შემდეგ ეგვიპტეში ტურებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა.

ეგვიპტის არმიმ გასულ კვირას სახალხო პროტესტის აზვირთების შემდეგ პრეზიდენტი მუჰამედ მურსი გადააყენა, კონსტიტუციის მოქმედება დროებით შეაჩერა და სახელმწიფოს მეთაურის მოვალეობების დროებით შესრულება ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ადლი მანსურს დაავალა.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ცნობით, ტუროპერატორები სიტუაციას კრიტიკულად ჯერ არ მიიჩნევენ და გაყიდვების რიცხვის შემცირებას 10-15 პროცენტით აფასებენ. „ცხელი საგზურების მაღაზიების“ სააგენტოთა ქსელში კი სულ სხვა სიტუაციაა. „მასობრივი ანულირება არ არის, თუმცა მოთხოვნებიც მეორე კვირაა გაიყინა. არ იყიდება არა მარტო უახლოესი, არამედ შორეული ვადების საგზურებიც“, - განაცხადა კომპანიის გენდირექტორმა სერგეი აგაფონოვმა და იქვე დასძინა, რომ შესამჩნევად გაიზარდა „შეშფოთებული“ ზარების რიცხვიც. ეგვიპტეში ტურების შემძენთა უმრავლესობა რეკავს და ტურზე უარს აცხადებს.