საზოგადოება
ბედუკაძე: „მე თქვენგან "საჩუქებელი", ქალბატონო თინათინ, არაფერი მჭირს“

1-tina-bedukaZeსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. “მე თქვენგან "საჩუქებელი", ქალბატონო თინათინ, არაფერი მჭირს, ჩემთვის ნათელია, რატომ ემთხვევა თქვენი და ნაც.სექტის ლიდერთა განცხადებები ერთი ერთზე ერთმანეთს, გამბედავები ეს თქვენ ხართ, მე - ლაჩარი, პარტია, რომლის რეიტინგი ნოლია, ნუ აზიზღებთ საზოგადოებას თავს, ნუ შეგყავთ პრემიერი შეცდომაში", - წერს ციხის სკანდალური კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელის განცხადების პასუხად, რომელიც მან "პირველი რადიოს" გუშინდელ ეთერში გააკეთა.

"ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები ან ბრალდებულნი არიან წამების დანაშაულში, უმძიმეს უსასტიკეს ფორმებზეა აქ საუბარი, არ შეიძლება მათ თავისუფლება აჩუქო, ეს აკრძალულია საერთაშორისო კონვენციებით, რომლის მონაწილეც არის საქართველოს სახელმწიფო", - ასე გამოეხმაურა თინა ხიდაშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას იმის თაობაზე, რომ დაუშვებელია წამების ჩამდენი პირის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან სრულად გათავისუფლება.

აღსანიშნავია, რომ  პრემიერ-მინისტრის პოზიციას ლადო ბედუკაძის საქმის გადახედვასთან დაკავშირებით სრულად იზიარებს შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ამის შესახებ მან დღეს ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.