სამართალი
საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. ვაჰაგნ ჩახალიანის ძმის, არმენ ჩახალიანის დაკავების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილება ოჯახის წევრებმა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოში გაასაჩივრეს.
არმენ ჩახალიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით (ხულიგნობა, პოლიციის მიმართ დაუმორჩილებლობა და ცივი იარაღის გამოყენება) აქვს წაყენებული.„საქმეზე 50-მდე ადამიანი იყო ეჭვმიტანილი, თუმცა პატიმრობა მხოლოდ ჩემს ძმას შეეფარდა, ვფიქრობ, რომ ამას პოლიტიკური ქვეტექსტი აქვს", - აცხადებს ვაჰაგნ ჩახალიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ პროვოკატორული ქმედების ავტორები სააკაშვილისა და მერაბიშვილის ნების ყოფილი შემსრულებლები არიან.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 28 ივნისს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გონდურაში ახალგაზრდებს შორის ყოფით ნიადაგზე ჩხუბი მოხდა. შედეგად დააკავეს არმენ ჩახალიანი და კიდევ 30 ახალგაზრდა, რომლებიც მოგვიანებით გაათავისუფლეს, პატიმრობაში ამჟამად მხოლოდ არმენ ჩახალიანი რჩება.