სამართალი
გამომძიებლებმა მამუკა მიქაუტაძის მეუღლე დაჰკითხეს

1-zizi-eZgveraZeსაქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. გამომძიებლებმა მამუკა მიქაუტაძის მეუღლე ზიზი ეძგვერაძე საკუთარ სახლში დაჰკითხეს. დაკითხვა დილის 5 საათამდე გაგრძელდა.
როგორც დღეს ზიზი ეძგვერაძემ დაკითხვისას აღნიშნა, მამუკა მიქაუტაძე მასთან საუბრისას აცხადებდა, რომ ის ინფორმაცია, რაც გამოძიებამ იძულებით მიიღო, სიმართლეს არ შეესაბამება", - განაცხადა ადვოკატმა გიგა მოსიაშვილმა ეძგვერაძის დაკითხვის შემდეგ. შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს პოლიციის აკადემიაში განაცხადა, რომ ექსპერტიზის პასუხი ჯერ არ არის ცნობილი, არ ვიჩქარებდი, განსხვავებით სხვადასხვა ადამიანებისგან, და კომენტარს გავაკეთებ გამოძიების დასრულებისთანავე.

ამასთან, გუშინ შსს-ის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ მამუკა მიქაუტაძის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის დასკვნა დღეს გახდება ცნობილი. ფაქტთან დაკავშირებით აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში უკვე დაიკითხნენ შსს-ს 8 თანამშრომელი, მიქაუტაძის მეგობრები და თანამშრომლები.

საქინფორმის მკითხველს შევახენებთ, რომ მამუკა მიქაუტაძე რამდენიმე დღის წინ მეგობართან ერთად დააკავეს და რამდენიმე საათის განმავლობაში ჰკითხავდნენ. სამმართველოდან  გამოსულმა მიქაუტაძემ თბილისის ზღვის ტერიტორიაზე თავი ჩამოიხრჩო. თვითმკვლელობამდე კი ახალგაზრდა კაცმა ოჯახის წევრებს დაურეკა და უთხრა, რომ პოლიციამ მეგობრის საწინააღმდეგო ჩვენება წამებით მიაცემინა.