მათი ვიზიტის მიზანია საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის ადგილზე გაცნობა, რათა მომავალში საქართველოში დაიგეგმოს კორპორაციული წვეულებების და პრეზენტაციების ჩატარება, მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნა, სათავგადასვლო და კულტურული ტურები კორპორაციული ჯგუფებისთვის და ა.შ.
საინფორმაციო ტური მოიცავს თბილისს, მცხეთას, კახეთს, ქუთაისსა და ბათუმს.
ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე, საქართველოს ტურისტული ინფრასტრუქტურის გამოყენების შესაძლებლობებზე და ამ მოგზაურობის მოლოდინებზე პრესკონფერენციის მიმდინარეობისას რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლები ილაპარაკებენ. საქართველოში საინფორმაციო ტურის მონაწილე უმსხვილესი რუსული კორპორაციების წარმომადგენელთა პრესკონფერენცია “რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში სამშაბათს, 9 ივლისს, 10 საათზე გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები ქართული მხრიდან ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.
პრესკონფერენციის მონაწილეები:
კომპანია GTM-ის თანადამფუძნებელი ელგუჯა შენგელია;
კომპანია GTM-ის თანადამფუძნებელი თეიმურაზ გეთია;
რუსული კომპანიების წარმომადგენლები.