თავად ფორუმი თბილისში 2013 წლის 11 ივლისს ჩატარდება და მიეძღვნება რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის სხვადასხვა საკითხს და ქართულ-რუსული ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებს. ფორუმის ორგანიზატორია - თანამშრომლობის ქართული ფორუმი “GPForum“. ღონისძიების მთავარი მიზანი - რუსეთისა და საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის დიალოგისთვის მუდმივი პლატფორმის შექმნა ორმხრივი, მათ შორის - კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული - პროექტების რეალიზაციისათვის.
ბრიფინგის მონაწილეები ილაპარაკებენ ღონისძიების გეგმაზე, ფორუმის ამოცანებსა და სპიკერებზე, უპასუხებენ ჟურნალისტების შეკითხვებს.
თანამშრომლობის ქართული ფორუმის შემადგენლობაში შედიან რუსეთისა და საქართველოს წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციები: კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო ცენტრი (საქართველო), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ფონდი (რუსეთი), უფლებადამცველი რესურს ცენტრი (რუსეთი) და ა.შ.
ბრიფინგის მონაწილეები:
- თანამშრომლობის ქართული ფორუმის დირექტორი თემურ ქობალია;
- პოლიტოლოგი, კონფლიქტებისა და მოლაპარაკებათა საერთაშორისო ცენტრის დირექტორი გიორგი ხუციშვილი;
- ადვოკატი, სანკტ-პეტერბურგის ადვოკატთა საერთაშორისო კოლეგიის საბჭოს წევრი, სანკტ-პეტერბურგის უფლებამცველი საბჭოს წევრი იოსებ გაბუნია;
- იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი, რუსეთის არაკომერციული ორგანიზაციების იურისტთა კლუბის ხელმძღვანელი მარია კანევსკაია.