უცხოეთი
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. სან-ფრანცისკოში დაღუპული სამხრეთკორეული კომპანია Asania Airlines-ის ავიალაინერი „ბოინგ-777-200“-ის პილოტმა ამ ტიპის თვითმფრინავზე სულ 43 საათი იფრინა, - ამის შესახებ გაზეთი „ჩუნან ილბო“ იუწყება.
სამხრეთ კორეული კომპანიის წარმომადგენელმა დაადასტურა, რომ სეულიდან სან-ფრანცისკოში მიმავალი თვითმფრინავი ლი კან გუკასთვის პირველი იყო. დაჯდომისას თვითმფრინავის სიჩქარე აუცილებელზე გაცილებით დაბალი იყო.სეულიდან აფრენილი ბოინგის ავიაკატასტროფა სან-ფრანცისკოში დაშვებისას მოხდა. ლაინერი ჯერჯერობით გაურკვეველი მიზეზებით დასაშვებ ზოლს კუდით შეეჯახა, მიწაზე დაენარცხა და რამდენიმე წუთის შემდეგ აალდა.
კატასტროფის შედეგად დაიღუპნენ 16 წლის ჩინელი სტუდენტები ე. მენუიანი და ვან ლინძია. ჩინეთის განათლების სამინისტროს ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 70-მდე სტუდენტი და მასწავლებელი იმყოფებოდა, რომლებიც აშშ-ში საზაფხულო ბანაკებში მიემგზავრებოდნენ. დაშავდა 180-ზე მეტი ადამიანი. მგზავრების უმეტესობამ თვითმფრინავი ხანძრის გაჩენამდე დატოვა. სულ ავიალაინერის ბორტზე 307 კაცი იმყოფებოდა.