საზოგადოება
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. 17 მაისის გეი აღლუმის ინიციატორები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, მისი მეუღლე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი, უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია და მისი მეუღლე თამარ ჩერგოლეიშვილი იყვნენ.
ამის შესახებ "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს. მისივე თქმით, მნიშვნელობა აქვს, ვის ირჩევ და არა იმას, ვინ შემოგთავაზა. „ივანიშვილის ხათრით უკვე ხომ გვყავს პარლამენტის თავმჯდომარედ უსუფაშვილი, რომელიც ხიდაშელთან, ბოკერიასთან და ჩერგოლეიშვილთან ერთად 17 მაისს გეი აღლუმის ინიციატორები იყვნენ და დღეს მღვდლების გასამართლებას ითხოვენ? ივანიშვილის ხათრით უკვე ხომ გვყავს მაჟორიტარები, რომლებიც ხალხს, რომელმაც მათი გამარჯვებისთვის იბრძოლეს, გამარჯობასაც აღარ ეუბნებიან და მარტო საკუთარ გამდიდრებაზე ფიქრობენ? ივანიშვილმა რა, ეშმაკი რომ შემოგთავაზოთ, იმასაც ხომ არ მისცემთ ხმას? მნიშვნელობა აქვს, ვის ირჩევ და არა იმას, ვინ შემოგთავაზა და უნდა აირჩიო ხალხის წიაღიდან გამოსული, შენი კაცი და არა სხვისი კაცი ან სხვისი კაცის კაცი!", - წერს ჯონდი ბაღათურია.