საზოგადოება
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. გაზეთი “ასავალ-დასავალის” ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას მკვლელობა გახსნილია.
„გამოძიების პროცესში უშუალოდ გამოიკვეთა სააკაშვილის მონაწილეობა ჟვანიას მკვლელობაში. ჟვანია და უსუპოვი საბურთალოს 53-ში უკვე გარდაცვლილები მიიყვანეს. ასევე ჟვანიას ცხედარი ტელევიზორის ყუთში იდო. იმ პიროვნებათა შორის, რომელმაც ცხედრის ტრანსპორტირება მოახდინა, იყო გიორგი ბარამიძე. ჟვანია მოკლეს სააკაშვილის შავნაბადას რეზიდენციაში, სადაც იმყოფებოდნენ მერაბიშვილი და ახალაიაც”, - წერს „ასავალ-დასავალი“.
პუბლიკაციაში აღნიშნულია ასევე, რომ ჟვანია მოკლულია თავში ბლაგვი საგნის ჩარტყმით და არსებობს ფარული ჩანაწერები, სადაც ისმის სააკაშვილის ხმა - ”ახლა ეს გვამი წაიღეთ და როგორც მოვილაპარაკეთ, ისე გააკეთეთ“...