საზოგადოება
სააკაშვილი: “ვავალებ ღარიბაშვილს, გაუშვას “დინამოსთან” დაკავებული პირები!“
1-misha-RaribaSსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. კატეგორიულად ვავალებ შს მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს, გაუშვას “დინამო არენასთან” დაკავებული პირები, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
ეს ახალგაზრდები დააკავეს და მე მივუთითებ და კატეგორიულად ვავალებ ღარიბაშვილს, გაუშვას ეს ხალხი. ნუ გგონიათ, რომ ეს ქვეყანა ჩალით არის დახურული“, – აღნიშნა სააკაშვილმა, რომლის განმარტებით, ახალგაზრდები “დინამო არენასთან” კონკრეტული სუბიექტების ყოფნის ფაქტს კანონის შესაბამისად აპროტესტებდნენ. ის დეპუტატი, რომელიც თამაშს ესწრებოდა, აქტიურად არის დაკავშირებული რუსეთის სპეცსამსახურებთან. მას საქართველოს დაქუცმაცებაში აქვს მიღებული მონაწილეობა, ყველა მათგანი წარმოადგენს საქართველოსადმი მტრულ ფაქტორს. ის, ვინც გუშინ ჩამოიყვანეს, ბევრად უფრო ცდება ამ ფარგლებს და მე უნდა დავგმო ასეთი ადამიანები, ასევე ჩვენი სასაზღვრო დეპარტამენტის და შს მინისტრის საქციელი“, – განაცხადა სააკაშვილმა.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ თბილისის “დინამოს“ და მოსკოვის “დინამოს“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს, რის შემდეგაც პოლიციამ 3 აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობისა და წინააღმდეგობის გაწევისათვის დააკავა.