სამართალი
მათ ბრალი ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ედებათ.
საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ აღნიშნული პირები გუშინ დააკავეს სტადიონის „ვიპ“ გასასვლელთან, სადაც თბილისის “დინამოს“ და მოსკოვის “დინამოს“ საფეხბურთო მატჩის შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ წარმომადგენლებმა რუსი დეპუტატების წინააღმდეგ აქცია მოაწყვეს.
გუშინვე ადგილობრივი “დინამოსა” და მოსკოველი თანაკლუბელების შეხვედრაზე ჩამოსულმა რუსმა გულშემატკივრებმა წინასწარი შეთანხმება დაარღვიეს და “დინამო არენაზე” რფ-ის დროშები გამოფინეს, რის გამოც ქართული ფანკლუბის წევრებმა პროტესტის ნიშნად სტადიონი დატოვეს. მათ პროტესტს გულშემატკივართა ნაწილიც შეუერთდა.