სამართალი
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ომბუდსმენის აპარატმა მამუკა მიქაუტაძის საქმის შესწავლა დღეიდან დაიწყო. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, მიქაუტაძის საქმეში სერიოზული დარღვევებია და საკითხის შესწავლის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატი განცხადებას გააკეთებს.
“ჩვენ მივიღებთ ახსნა-განმარტებებს ოჯახის წევრებისგან, ასევე მივიღებთ მასალებს გამოძიებისგან... არის კითხვის ნიშნები და სერიოზული დარღვევები. საკითხის შესწავლის შემდეგ განცხადებას გავაკეთებთ”, – აღნიშნა ნანუაშვილმა.