პოლიტიკა
საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. პარტია “ნაციონალური მოძრაობა” შიდა კონსულტაციებს მართავს და, სავარაუდოდ, დღეს ცნობილი გახდება, შეწყვეტს თუ არა ბოიკოტს საპარლამენტო უმცირესობა.
ამასთან დაკავშირებით შაბათს ურეკში, პრემიერის რეზიდენციაში, ბიძინა ივანიშვილის, დავით უსუფაშვილისა და დავით ბაქრაძის შეხვედრის დროსაც ისაუბრეს, რის შემდეგაც ბაქრაძემ თანაგუნდელებს ბოიკოტის შეწყვეტისა და საპარლამენტო მუშაობაში ჩართვისკენ მოუწოდა.