პუბლიკაციები
არნო ხიდირბეგიშვილი: “მე ვიცი საქართველოს პრეზიდენტობის ერთი კანდიდატურა, ვინც აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან და საზღვრებს გახსნის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან”

1-arno-glavსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. ვაქვეყნებთ ინტერვიუს საქინფორმის მთავარ რედაქტორთან - არნო ხიდირბეგიშვილი პასუხობს შეკითხვებს, რომლებსაც მკითხველები ყველაზე ხშირად სვამენ წერილებში, რედაქციაში შემოსულ ზარებში და რომლებიც ქართულ საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად აინტერესებს.

- ბატონო არნო, მინდა რამდენიმე შეკითხვა დაგისვათ გასული კვირის მთავარ თემებთან დაკავშირებით. პირველ რიგში - ეს არის მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნები და კანდიდატები სხვადასხვა პარტიიდან.

- არ არსებობენ არავითარი კანდიდატები, არის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან“ და ბურჯანაძე.

- ანუ გინდათ თქვათ, რომ არსებობს მხოლოდ ორი რეალური კანდიდატი - გიორგი მარგველაშვილი და ნინო ბურჯანაძე?

- თუ შენიშნეთ, მე საგანგებოდ ვთქვი - “ქართული ოცნების“ კანდიდატი, და არა გიორგი მარგველაშვილი, მისდამი მთელი ჩემი პატივისცემის მიუხედავად. თუ ამომრჩევლები “ქართული ოცნების“ კანდიდატს მისცემენ ხმას, ეს იქნება ქართველი ხალხის ბოლო მადლობა ბიძინა ივანიშვილს - იმისათვის, რომ მან სააკაშვილის სისხლიანი სამეფო დაანგრია. მითუმეტეს, რომ აშშ-ს ასე სურს, მაგრამ ბურჯანაძესაც ბევრი დაუჭერს მხარს.

 

რაც შეეხება ჩემს პირად აზრს საქართველოს ახალი პრეზიდენტის პოსტის და კანდიდატურის თაობაზე, მე ის არც ისე დიდი ხნის წინ გამოვთქვი “ასავალ-დასავალში“, პუბლიკაციაში “დოქტორი სტოლეტოვის რეცეპტები: როგორ გავაერთიანოთ საქართველო ისე, რომ არავის ვაწყენინოთ“.

- საქართველოში აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა განაცხადა, რომ აშშ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას ელოდება და რომ ამერიკის შეერთებული შტატები “მჭიდროდ დააკვირდება“ საქართველოს შემდგომ ნაბიჯს დემოკრატიის გზაზე...

- ვინმე სერიოზულად დაფიქრებულა - რატომ “აკვირდება მჭიდროდ“ საქართველოს აშშ, რომელსაც თვითონ ეკონომიკა, საგარეო პოლიტიკა და საზოგადოება “ნაკერებზე ერღვევა“?! და რატომ სტუმრობს თბილისს ლამის ყოველ კვირას ნატოს მთელი ხელმძღვანელობა?!

- ალბათ, იმისათვის, რომ კავკასიაში თავისი სტრატეგიული პარტნიორი საჭირო კონდიციამდე მიიყვანოს და ნატოში მიიღოს?

- საქართველო არ არის ვისიმე სტრატეგიული პარტნიორი იმიტომ, რომ ის არ გახლავთ დამოუკიდებელი სახელმწიფო. სსრკ-ის დაშლის შემდეგ საქართველო - აშშ-ის კოლონიაა, “ბანანის“ წარმონაქმნი, ხოლო აშშ - ზედამხედველი, რომელიც “მჭიდროდ გვაკვირდება“, როგორც მონებს პლანტაციებში.

მართალია, საქართველოში ბანანი არ ხარობს, მაგრამ არის კასპიის და ირანის გაზ-ნავთობსაგანძურთან ახლომდებარე ტერიტორია, რომელიც აშშ-ს „ჭირვეული“ ქართველების გარეშე სჭირდება, რომლებიც ვერაფრით ივიწყებენ  მართლმადიდებლობას, ტრადიციებს, თამარ მეფეს და დავით აღმაშენებელს...  ამიტომ დღეს აშშ დაარღვევს მის მიერვე შემოღებულ ყველა წესს - დაარღვევს ნატოს წესდებას და საქართველოს ალიანსში შეათრევს, მაგრამ, რა თქმა უნდა, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გარეშე. “არცერთი ნაბიჯი უკან!“ - აი ამ პრინციპით მოქმედებს აშშ საქართველოში და მთელ მსოფლიოში - მანამდე, სანამ გასდის... საქართველოში კი მათ ეს გასდიოდათ შევარდნაძის დროსაც, გასდიოდათ სააკაშვილის დროსაც, გასდით ივანიშვილის დროსაც.

და მხოლოდ შემდეგ, საქართველოს ნატოში შესვლისადმი მიძღვნილი ხმაურიანი ბანკეტის მეორე დღეს, მწარე ნაბახუსები დადგება - როდესაც ფეხშიშველი და ხალათიანი საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე და მსგავსნი მისნი დილით ფოსტალიონს კარს გაუღებენ და გრიფიან ბლანკზე დაბეჭდილ უწყებას მიიღებენ, რომ მათი მომსახურება აღარ სჭირდებათ! მაგრამ, “წარსული დამსახურებების გათვალისწინებით“, კავკასიური სამზარეულოს საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეოთხე მოადგილის მესამე მრჩეველის მეორე თანაშემწის შინამოსამსახურის ვაკანტურ ადგილს სთავაზობენ...

ქართველი ხალხი, რომელიც 2012 წელს ივანიშვილის მხარსადაჭერ წინასაარჩევნო მიტინგებზე ნატოს დროშებით გამოდიოდა, დღეს უკვე ხვდება, რომ ამერიკა - ეს  არ არის რუსეთი, არამედ უგულო რობოტია, რომელიც მხოლოდ ერთი პრინციპით მოქმედებს - “ხელსაყრელია-არ არის ხელსაყრელი“ - და რომელიც საქართველოში გადმორიცხულ არცერთ დოლარს ტყუილად არ შეგვარჩენს!

- მიხვედრით კი ხვდება, მაგრამ ასე, თქვენსავით, საქართველოში ჯერჯერობით ბევრი არ ლაპარაკობს...

- ახლა არ არიან ბევრნი, თორემ 2012 წლის ოქტომბრამდე - საერთოდ თითქმის არავინ ლაპარაკობდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ - დღეს საქართველოში უმრავლესობა ჩემსავით ფიქრობს! ჩვენ "გაიშნიკს" ვიშორებთ და უფროსი გვავიწყდება, რომელსაც ის გულმოდგინედ უზიდავდა წილს: სააკაშვილი - "გაიშნიკია", პაიკი, მისი უფროსი კი - აშშ-ია, რომელიც არა მხოლოდ 9 წლის განმავლობაში თვალს ხუჭავდა თავისი "ავტოინსპექტორის" ბოროტმოქმედებებზე, არამედ დღესაც კი თავხედობა ჰყოფნის, კოჰაბიტაცია - ბოროტმოქმედთან თანაცხოვრება  გვაიძულოს!

თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში კლინტონსა და ლევინსკის ორალური სექსის გამო მთელ მსოფლიოში არნახული სკანდალი ატყდა, აქ კი ჩვენ წინაშეა პრეზიდენტი - საყოველთაოდ აღიარებული სამხედრო დამნაშავე, სერიული მკვლელი, მოძალადე, ჯალათი და ხაზინის ქურდი, 13 ათასი ვიდეოფაქტი, მისი ათასობით ბანდიტი და ასათასობით მსხვერპლი!.. მერე და რა?! ნატოს გენმდივანი რასმუსენი გვიბრძანებს, ვახსენოთ სააკაშვილი, როგორც დემოკრატ! აი ასეთია ინსტრუქცია, აი ასეთია ორმაგი სტანდარტები...

დიახ, ძნელია კბილაშვილს საქართველოს მთავარი პროკურორი უწოდო (ის უფრო საბავშვო ბაღის მთავარი აღმზრდელია), მაგრამ განა კბილაშვილი რაიმეს წყვეტს, განა მისი ბრალია, რომ პროკურატურა სკდება 8 ათასი განცხადებისაგან, მაგრამ ის "მეისრეებსაც" კი ვერ სჯის?!

ხედავთ, როგორ გადასწიეს უკანა პლანზე წულუკიანი, რომელიც მოსამართლეებზე სიმართლეს ამბობდა?! როგორ ჩამოართვეს მას, იუსტიციის მინისტრს, მთავარი ფუნქციები - პროკურატურასა და გამოძიებაზე ზედამხედველობა, და ჩვეულებრივ ნოტარიუსად გადააქციეს?!

- ვინ არის ამაში დამნაშავე - საზოგადოება? პოლიტიკოსები? ხომ არ შეიძლება, ყველაფერი აშშ-ის ბრალი იყოს?!

- ამასწინათ ჩემთან საუბრისას ერთმა მაღალი წოდების საეკლესიო მსახურმა ჟურნალისტები მათი პროფესიის გამო წმინდა მოციქულებს შეადარა, რომლებიც თავიანთ უზენაეს დანიშნულებას ასრულებდნენ და ადამიანებთან მოძღვრის შესახებ სიმართლე და ღვთის სიტყვა მიჰქონდათ. დამნაშავეა არა მარტო და არა იმდენად აშშ, როგორც მათი ხელქვეითები საქართველოში!

მითხარით, ბოლო 20 წლის განმავლობაში როგორი სიმართლე მიაქვთ ქართველ ხალხთან ჩვენს ჟურნალისტებს, განსაკუთრებით - ტელეკომპანიებს “რუსთავი 2“-ს, “იმედს“, “საზოგადოებრივ მაუწყებელს“?! დღეს საქართველოში მოდურია ბოდიშის მოხდა, მაგრამ ნახეთ: ტელეეთერში - ისევ ის “ექსპერტები“, “პოლიტოლოგები“, „საზოგადო მოღვაწეები“ არიან, რომლებიც უკანალს ულოკავდნენ შევარდნაძესაც, სააკაშვილსაც, ახლა კი კომფორტულად მიუცუცქდნენ ივანიშვილს!

მაშ რატომ აპიარებენ ისევ მათ ჟურნალისტები იმის მაგივრად, რომ ამოიღონ მათი წარსული ინტერვიუები და ტელეგამოსვლები პროგნოზებით, რომელთაგან ერთიც არ გამართლებულა?! რატომ გვახვევენ ისევ თავს ამ მლიქვნელების და გამყიდველი ცრუპენტელების სიტყვამრუშობას, მთელი სიცოცხლე ქართველ ხალხს რომ ატყუებენ?! და ფსევდოოპოზიციური ტელეარხები, ჯერ კიდევ გუშინ - გაქანებული რუსოფობები, რომლებმაც დღეს ჩრდილოეთისკენ “ტოლერანტული მოძრაობები“ დაიწყეს?!

- რომელ არხებს გულისხმობთ?

- მაგალითად, იმათ, ვისი ხშირი სტუმარიც იყო პროქტოპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე. ხოლო ისეთი “ლიოტჩიკები“, როგორც მე, რომელიც 9 წელიწადი მინიმუმ კვირაში ერთხელ გავყვიროდი, რომ დანაშაულებრივი ხელისუფლება ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებს, დღეს ისევ არ ვართ “მაინსტრიმში“ (ინგლ. mainstream - ძირითადი დინება, საქინფორმი). მაგრამ ხალხს ახსოვს, როდესაც ჩვენ ყვირილით ხმას ვიხლეჩდით, ვინ უმღერდა პანეგირიკებს ხელისუფლებას და მათ აუცილებლად მოეკითხებათ, დამიჯერეთ!

თუკი ექიმს წარუმატებელი ოპერაციისთვის საექიმო საქმიანობის უფლებას ართმევენ, მაშინ რატომ არ უნდა აეკრძალოს ჟურნალისტური საქმიანობა ბოროტმოქმედთა გამპიარებელ ჟურნალისტიკის წუნმკეთებლებს?! მაგალითად, ვინ უფრო სახიფათოა საზოგადოებისთვის - სამხრეულებიანი სადისტი და ციხის პედერასტი, რომლებმაც პოლკოვნიკი თეთრაძე წამებით მოკლეს, თუ ჟურნალისტები, რომლებიც დუმან იმაზე, რომ მას ციხეში ყველა ორგანო ამოუღეს?!

- პოლკოვნიკ სერგო თეთრაძეს შინაგანი ორგანოები ამოაჭრეს?!

- დიახ, მისი დამახინჯებული ცხედარი სახლში მათ გარეშე მიასვენეს, ხოლო თუ გავითვალისწინებთ, რომ ბედშავი სერგო ძალიან ჯანმრთელი მამაკაცი იყო - არასოდეს გრიპიც არ შეყრია, არ სვამდა, არ ეწეოდა, მეძავებში არ დადიოდა და საუცხოო მეოჯახე იყო, მისი ღვიძლი, თირკმელები და გული სრულიად ჯანმრთელი იქნებოდა! ამიტომ ისინი ამოიღეს და, გამორიცხული არ არის, გაყიდეს! სხვათაშორის, რატომ ვერ ვისმენთ მთავარი პროკურორი კბილაშვილისგან - დაიწყო თუ არა გამოძიება “ასავალ-დასავალის“ მიერ გამოქვეყნებული ფაქტებზე პირველი ლედის “დონორულ“ მოღვაწეობასთან დაკავშირებით? ხოლო თუ ეს სიმართლე არ არის - რატომ არ ეუბნებიან ამის შესახებ საზოგადოებას?!

ოქრუაშვილმა, რომელიც ყოველთვის ბლეფობს, გასულ კვირას განაცხადა, რომ მალე პროკურატურა ჟვანიას საქმეს დახურულად გამოაცხადებს, მაგრამ დადებს არა იმ დასკვნას, რომელსაც საზოგადოება ელოდება. გეკითხებით - მას შემდეგ, რაც გაზეთმა “ასავალ-დასავალმა“ გახსნა ზურაბის მკვლელობა, რატომ დუმან ჩვენი ჟურნალისტები, რომელი “აირით“ მოწამლეს ისინი?!

ვფიქრობ, რომ თუ გამოძიება მართლაც მკვლელობისგან განსხვავებულ ვერსიას დადებს, გოგლა ჟვანია პროტესტის ნიშნად დატოვებს პარლამენტს, იქ “მწვანე“ ლაჩარი გიორგი გაჩეჩილაძესავით კი არ დარჩება, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ ზამთრის ოლიმპიადა-2014-ის ჩაშლით იქადნებოდა და საქინფორმის მთავარ რედაქტორს ფსევდოოპოზიციური ტელეარხი “კავკასიის“ ეთერში ემუქრებოდა, დღეს კი იმ საპარლამენტო უმრავლესობაში მოკალათებულა, რომელიც პრემიერ ივანიშვილის კვალდაკვალ მიესალმა სოჭის ოლიმპიადის ჩატარებას და მასში ქართველი სპორტსმენების მონაწილეობას!

- პრემიერ-მინისტრმა ივანიშვილმა გასულ კვირას გერმანულ გამოცემა „Deutsche Welle“-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე არ მოხერხდება, რადგან ამისათვის “აუცილებელია დრო და შესაბამისი ვითარება“. თქვენი კომენტარი.

- თუ ივანიშვილი გააკეთებს იმას, რაც ამ ინტერვიუმდე ერთი კვირით ადრე თქვა -  ინტერვიუში ესტონურ გამოცემა „Postimees“-სთან 2013 წლის 22 ივნისს - ანუ საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების შემდეგ მეორე დღეს პოლიტიკიდან წავა, ეს ნიშნავს, რომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები სხვისი აღსადგენი იქნება. მაგრამ რუსეთის ხელისუფლებასთან ირიბი დიალოგის წარმოების და პუტინისთვის რაღაც მესიჯების გაგზავნის მცდელობებს ივანიშვილის მხრიდან ადგილი ექნება.

მაგალითად, მე დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად საქართველოს უწმინდესი და უნეტარესი კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თხოვნით მალე ისევ ეწვევა მოსკოვს. ვიზიტი შესაძლოა უკვე ივლისის ბოლოს შედგეს და საქართველოს პატრიარქს კვლავ რფ-ის პრეზიდენტი ვ.ვ. პუტინი შეხვდება.

- და პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლის თაობაზე რას ფიქრობთ?

- 2011 წლის 5 დეკემბერს, საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის პოლიტიკაში მოსვლიდან ერთი თვის შემდეგ, პუბლიკაციაში “ოცნებები სრულდება და არ სრულდება - ვინ ხართ თქვენ, ბატონო ივანიშვილო?“, მე ამომწურავად ვუპასუხე შეკითხვას - ვინ არის ბატონი ივანიშვილი, რაში სჭირდება მილიარდერს ზედმეტი თავის ტკივილი და როდის წავა ის ქართული პოლიტიკიდან. დღეს მკითხველს ამ პუბლიკაციის მხოლოდ ფრაგმენტს  შევახსენებ: 

“ივანიშვილის ჩანაფიქრით, საქართველოში შეიქმნება ორპოლუსიანი სისტემა ამერიკულის მსგავსად, რომელსაც ჩინური კომპონენტი დაემატებათამაშის წესებს დიდი მასწავლებელი ბიძინა ივანიშვილი დაადგენს, რომელიც კრიტიკისათვის მიუწვდომელი სიმაღლიდან ფინანსებით დაეხმარება დასუსტებულს: ხანხელისუფლებას, ხანოპოზიციას, და ამგვარად შეინარჩუნებს ბალანსს.

ეს ყოველივე სხვა არაფერია, თუ არა უმოკლესი გზა ერის მამის, მისი სულიერი და პოლიტიკური ლიდერის კვარცხლბეკისაკენ, როგორიც იყო ჩინელებისათვის დიდი დენ სიაოპინი -პოლიტიკოსი და რეფორმატორი, რომელსაც ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტი არასოდეს ეკავა, მაგრამ 1970 წლიდან 1990 წლამდე ჩინეთის ფაქტობრივი ხელმძღვანელი გახლდათ. 

- თქვენი იდეა მოიპარეს, ბატონო არნო - ამასწინათ გია ნოდიამ ტელევიზორით თქვა, რომ ივანიშვილი დენ სიაოპინს მან შეადარა და ეს საინფორმაციო პროგრამის წამყვანმაც დაადასტურა...

- აბა მე რას გეუბნებოდით?! ეს უეჭველად ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილი ტელეარხების ეთერში მოხდებოდა, რომლებიც უნდა დაიხუროს, მათი მფლობელები - გასამართლდნენ, ხოლო ჟურნალისტები - დისკვალიფიცირებულ იქნენ! ნუ ინაღვლებთ, უმუშევრები არ დარჩებიან, მათაც შესთავაზებენ „კავკასიური სამზარეულოს“ საკითხებში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მეოთხე მოადგილის მესამე მრჩეველის მეორე თანაშემწის ბავშვის ძიძის ადგილს...

სხვათაშორის, არა მარტო გია ნოდიამ - იგივე გაიმეორა “მაესტროზე“ გიორგი თარგამაძემაც, მაგრამ ხვლიკივით გრძელი ენის მიუხედავად, თვალებზე ეტყობოდა, რომ მას, ისევე როგორც იმპოტენტ ნოდიას, დიდ დენზე ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს.

სხვათაშორის, ხალხის მამას მანდელასაც უწოდებენ, რომელიც ცნობილია, ასევე, როგორც “მადიბა“ - საინტერესოა, ჩვენი დღევანდელი ინტერვიუს შემდეგ რომელი პროქტოპოლიტოლოგი შეადარებს ივანიშვილს ნელსონ მანდელას და ბიძინას მადიბას უწოდებს?! (იცინის)

ხოლო თუ სერიოზულად ვილაპარაკებთ - ივანიშვილი ამერიკელების საშინელი წნეხის ქვეშ იმყოფება და ხალხის მხარეს ერთ ნაბიჯსაც თუ გადადგამს - მას საკუთარი დაცვა მოკლავს, როგორც ჟვანია მოკლეს.

მე ძალიან არ მინდა, რომ ხვალ ბიძინა გრიგოლის ძე ისევე წყევლონ, როგორც შევარდნაძე - იმის გამო, რომ საკუთარი ოჯახის ინტერესები სახელმწიფოს ინტერესებზე მაღლა დააყენა და “სახლში წავიდა“, საქართველო კი მტაცებლებს დაუტოვა საჯიჯგნად. მაგრამ იმისათვის, რომ აშშ-ს მიაფურთხოს და საკუთარ ხალხთან გამოვიდეს, ივანიშვილი ცოტათი ჯუღაშვილი უნდა იყოს...

- თუ ივანიშვილი მაინც წავა, ვინ იქნება საქართველოს მომდევნო პრემიერი? რამდენიმე კანდიდატს ასახელებენ.

- არავითარი რამდენიმე არ არსებობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანიშვილის შემდეგ ამჟამინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იქნება.

- მახსენდება, საქინფორმის მთავარი რედაქტორი, პირველი და ერთადერთი, სამი თვით ადრე ერთმნიშვნელოვნად როგორ აცხადებდა, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან“ განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი მარგველაშვილი იქნებოდა...

- როგორც ხედავთ, არ შევმცდარვარ, თუმცა როდესაც საქართველოში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება და საპარლამენტო მოდელი ნამდვილად შევა ძალაში - ანუ როდესაც პრეზიდენტს “ნაციონალებისგან“ გაწმენდილი პარლამენტი აირჩევს - მე მხოლოდ ერთი ბრწყინვალე კანდიდატურა ვიცი, ვინც აღადგენს დიპლომატიურ ურთიერთობას რუსეთთან და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან საზღვრებს გახსნის.

- გვითხარით ამ ადამიანის სახელი, ბატონო არნო!

- დღეს მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ ადამიანის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ჯერჯერობით ფართოდ არ განიხილება, მაგრამ ეს პიროვნება დიდი ალბათობით გახდება საქართველოს პრეზიდენტი და ეს ჩემი კიდევ ერთი გამართლებული პროგნოზი იქნება!

- დაბოლოს - უახლოესი პროგნოზი: რა გველოდება უკვე ხვალ, ბატონო მთავარო რედაქტორო?

- ეს უკვე გითხარით, როდესაც მკითხველს ჩემი 2011 წლის პუბლიკაცია შევახსენე - ხვალ ჩვენ გველოდება ორპოლუსიანი სისტემა ამერიკულის მსგავსად: უკვე მეორე კვირაა ხელისუფლებისა და ოპოზიციის ალიანსის ჩამოყალიბებას ვაკვირდები - აშშ-მ მჭიდროდ მოაქცია მარწუხებში “მეოცნებეები“ და “ნაციონალები“ და აიძულებს პირველებს, მეორენი ღირსეულ ოპოზიციად აღიარონ. ამისათვის ნაციონალებმა სასწრაფოდ დაიწყეს “ბუმბულის წმენდა“ - თავისიანების, ყველაზე ოდიოზურების ჩაშვება და მათზე ხელის აღება...

ამ პოლუსების “შეწებებას“ კი ხელს შეუწყობს „სინთეტიკური წებო“ თავდაცვის მინისტრ ალასანიას და სპიკერ უსუფაშვილის “რესპუბლიკელებისგან“.

შეკითხვებს სვამდა საქინფორმის შტატგარეშე კორესპონდენტი მაია ჯავახიშვილი

1arn-01