პოლიტიკა
საქართველოს შტეფან ფულე ეწვევა
1-stefan-fuleსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. 11-12 ივლისს საქართველოს გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე ეწვევა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებულ მე-10 საერთაშორისო კონფერენციაში სახელწოდებით საქართველოს ევროპული გზა: ევროკავშირის აღმოსავლეთ ევროპელი პარტნიორები ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისკენ”. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, მისი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი.
ამასთან, კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები ესტონელ, სლოვაკ და ბულგარელ კოლეგებთან.