აქტუალური
სამართალდამცველებმა წალენჯიხაში დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა, ხოლო ეზოს დათვალიერებისას 35 ძირი კანაფი ამოიღეს. ექპერტიზის დასკვნით, სულ ამოღებულია 9 კგ და 208 გრ მარიხუანას შემცველი ნედლი კანაფი და 2,26 გრ გამომშრალი მარიხუანა.
ნარკოლოგიურმა შემოწმებამ დაადგინა, რომ გიორგი კ. დაკავების მომენტში მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 265-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).