აქტუალური
შსს-მ მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის ფაქტზე ორი პირი დააკავა

1-akt-mtსაქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. შსს-ს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე იბრაჰიმ ქ. და აზერბაიჯანის მოქალაქე სულთან ქ. მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სარფში - სასაზღვრო-საემიგრაციო გამტარ პუნქტ „სარფში“ დააკავეს.

დაკავებულებს 2012 წლის ოქტომბერში მათი მართვის ქვეშ მყოფ ავტობუსში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით საზღვარზე უკანონოდ - საპასპორტო კონტროლის გვერდის ავლით გადაჰყავდათ უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე ნარგიზ ი.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ.

გამოძიება იბრაჰიმ ქ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის და სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე (სსსკ-ის 344 პრიმა მუხლის I ნაწილით და 19-344 პრიმა მუხლის I ნაწილით), ხოლო სულთან ქ-ს მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 19-344 პრიმა მუხლის I ნაწილით).

1-akt-1 1-akt-2
1-akt-3-axali
1-akt-4