ახალციხეში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს განცხადებას ავრცელებს
საქართველო, 5 ივლისი,
საქინფორმი. ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანებაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
"ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) აღძრეს. ამ დროისათვის დამნაშავე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
აღნიშნულ საქმეში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება.
გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობება", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.