უცხოეთი
ისლამისტების განცხადებით, 5 ივლისი „მრისხანების დღედ“ უნდა იქცეს, რომელიც მოწოდებული იქნება, მოახდინოს მოძრაობის ძალისა და მისი მომხრეების სიმტკიცის დემონსტრირება, ჩამოგდებული პრეზიდენტის მუჰამედ მურსის ხელისუფლების აღდგენასთან დაკავშირებით.
„ძმებმა-მუსლიმანებმა“ ასევე განცხადეს, რომ კატეგორიულ უარზე არიან, აღიარონ ქვეყნის ახალი ხელისუფლება და „მთლიანად უგულებელყოფენ სამხედრო გადატრიალებას კანონიერად არჩეული პრეზიდენტისა და ხალხის ნების წინააღმდეგ“.
ტელეარხ „ალ-ჯაზირას“ მონაცემებით, ნასრ-სიტის რაიონში, კაიროს აღმოსავლეთით უკვე შეიკრიბა ათასობით ადამიანი, რომლებიც ხელისუფლების შეცვლას აპროტესტებენ. მათი რიცხვი თანდათან იზრდება.